,,იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს – ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი”- გიული ალასანია

როგორც კი სახალხო დამცველის კონსილიუმი შემოვა და დადებენ თავიანთ დასკვნას, მაშინვე წავა საქმე სტრასბურგში,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ძალა საერთოდ არ აქვს და ვერ მოძრაობს.

,,იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს. თურმე არ ჭამს, მაგრამ იმატებს. ეს როგორ ხდება?! მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი. ვერ მოძრაობს, არანაირი ძალა აღარ აქვს საერთოდ. ყოველ წუთში შემოდის ექთანი, რაღაც ტაბლეტებს აძლევს და არასოდეს გამიგია, რომ რამეზე უარი ეთქვას. პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ეს ჩემი ინიციატივით არ ყოფილა. ვიცი, რომ ისინი მზად არიან, აქვთ გამზადებული სპეცრეისი, შესაბამისი აღჭურვილობით, რომ საჭირო ანალიზები ჩატარდეს,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები