ალგეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ატრაქცია – თოკების პარკი მოეწყობა

საქართველოში, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ალგეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ატრაქცია – თოკების პარკი მოეწყობა. „თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ეკოტურისტული ატრაქცია ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

” ახალ ტურისტულ სეზონზე ვიზიტორები ახალაშენებული ვიზიტორთა ცენტრითა და კეთილმოწყობილი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ,” – განაცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ალგეთის ეროვნული პარკის ეკოტურისტული განვითარებისთვის 250 000 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი თემები