ექსკლუზივი: სამეფო ოჯახთან დაკავშირებულ სკანდალურ განცხადებას დავით თარხან-მოურავი უარყოფს

პოლიტიკურ გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსში” უარყოფენ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც სამეფო ოჯახთან დაკავშირებულ სკანდალზე დავით თარხან-მოურავის შეფასებას უკავშირდება.

​სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია სათაურით – “სირცხვილია მეფის ბედს გლეხი მოსამართლეები წყვეტდნენ” – თარხან-მოურავი”. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა, აღნიშნულს ანტიჟურნალისტიკა უწოდა და ჟურნალისტის მხრიდან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

“სიყალბის გავრცელება ანტიჟურნალისტიკაა. მოიხადეთ ბოდიში და წაშალეთ ეს სიყალბე”, – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

“მედიაცენტრ მთავარს“ დავით თარხან-მურავის წარმომადგენელი ნინო გობეჯიშვილი დაუკავშირდა: „რა თქმა უნდა, ბატონი დავითი ამბობს, რომ ამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ის არაფერ შუაშია. მას არ სურს, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება მედიასთან. ამბობს, რომ კავშირი არ აქვს. ის უარყოფს გავრცელებული ინფორმაციის მასთან კავშირს. ის ბატონი დავითის სიტყვები არ არის”.

აღნიშნული ინფორმაცია გამავრცელებლებმა საკუთარი ვებგვერდიდან მოხსნეს.

მსგავსი თემები