უკრაინის ძალებმა მტრის 62 შეტევა მოიგერიეს – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 62 შეტევა მოიგერიეს.

უწყების ცნობით, რუსეთმა 12 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

,,ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა 62 შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უწყებაში.

 

 

მსგავსი თემები