,,ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის“- ზელენსკიმ და დუდამ უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტებმა უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს.

„მოვუყევი საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის, ფრონტი ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული გარემოებების შესახებ. განვიხილეთ უკრაინის მიმდინარე თავდაცვითი საჭიროებები და ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა უახლოეს მომავალში. ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის“, – წერს ზელენსკი ”ტვიტერზე”.

მსგავსი თემები