რუსეთში ვალერი მელაძეს კონცერტები გაუუქმეს

ვალერი მელაძის, ალექსანდრე რევვას, ანი ლორაკის და სამი ჯგუფის კონცერტები, რომლებიც ზაფხულში უნდა გამართულიყო  როსტოვში, გაუქმდა. ამის შესახებ TASS-ს ორშაბათს ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი ლოგვინენკომ განუცხადა.

ალექსეი ლოგვინენკოს თქმით, როსტოველები არ იღებენ იმ მომღერლების კონცერტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „სპეციალური ოპერაციის“ ჩატარებას.

„ქალაქის ადმინისტრაციამ თავისი მკაცრი პოზიცია და მოსაზრება კონცერტების ორგანიზატორებს გასულ ზაფხულს გადასცა“, – განაცხადა ლოგვინენკომ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელაძის კონცერტები გაუქმდა ნოვოსიბირსკში, კრასნოიარსკსა და ირკუტსკში.

მსგავსი თემები