,,დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა – მადლობა ყველას ამ ქალაქში, ვინც ეხმარება უკრაინას ფეხზე მყარად დგომასა და ოკუპანტის წინააღმდეგ შეტევაში,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ ქალაქ დნიპროში სამხედრო მეთაურებთან თათბირი ჩააატარა.

„ყველა მეთაურს ესმის, რომ მტერმა პასუხი უნდა აგოს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს ხალხზე თითოეული დარტყმისთვის; სლავიანსკისთვის, კონსტანტინოვკისა და დრუჟკოვკისთვის, ავდეევკისა და ტორეცკისთვის, უკრაინელების მთელი ტკივილისთვის – არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას, არამედ 2014 წლიდან მოყოლებული. დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა, მთელი ეს პერიოდი მხარს უჭერს ფრონტსა და მებრძოლებს. სწორედ აქ, დნიპროში ჯერ კიდევ 2014 წლიდან ჩვენს ათასობით მეომარს გადაურჩინეს ჯანმრთელობა მიღებული ჭრილობების შემდეგ. დნიპროში ხდებოდა მოხალისეების მუშაობის კონცენტრირება აგრესიის პირველივე დღიდან. მე მადლობას გიხდი, დნიპრო, მადლობა ყველას ამ ქალაქში, ვინც ეხმარება უკრაინას ფეხზე მყარად დგომასა და ოკუპანტის წინააღმდეგ შეტევაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები