,,დასავლეთის რეაქციები ვერ შეცვლის რუსეთის გეგმებს” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის,  დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის რეაქცია არ შეცვლის რუსეთის გეგმებს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსში განათავსოს.

,,ამგვარი რეაქციები, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის რუსეთის გეგმებს. პრეზიდენტმა განმარტა ყველაფერი თავის განცხადებაში, რომელიც მან შაბათს გააკეთა, არაფერია დასამატებელი”, – განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები