,,მასშტაბი, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, გამაოგნებელია”- ანი წითლიძე

,,ფაქტები და მასშტაბები, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, არის გამაოგნებელი,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამაოგნებელია, რომ სახალხო დამცველი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ადამიანის უფლებების დაცვა, ამ დრომდე დუმს.

,,სახალხო დამცველი, რომლის პირდაპირი მოვალეობა არის ადამიანის უფლებების დაცვა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს. სისტემა, რომელიც ცდილობს ქალების სამართლიან ბრძოლას „ქართული ოცნების“ ბინძური პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, დაუპირისპიროს ტერორი, შავი პროპაგანდა და სისტემა ცდილობს, რომ იყოს მოძალადის მხარეს, ამ ფონზე, მე მინდა მივმართო საქართველოს სახალხო დამცველს. რბილად რომ ვთქვათ, სახალხო დამცველის ასეთი დუმილი არის ძალიან არასწორი და სახალხო დამცველი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თავისი სიჩუმით იდგება არა მოძალადე რამიშვილის მხარეს, არამედ იმ ქალების მხარეს, რომლებიც განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას, შალვა რამიშვილის მხრიდან”, – განაცხადა ანი წითლიძემ.

მსგავსი თემები