,,კიდევ უფრო დაკლებულია…უამრავი საკვები მივიტანე, მაგრამ არაფერი უჭამია”- გიული ალასანია

,,ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია. ბოლოს 62 კილოგრამს იწონიდა. საჭირო რაოდენობის კალორიებს არ იღებს. ვერ იღებს, რადგან მოწამლულია,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს მიხეილ სააკაშვილი დღეს ჯერჯერობით არ უნახავთ.

,,ექიმები არ მინახავს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია. ბოლოს 62 კილოგრამს იწონიდა. საჭირო რაოდენობის კალორიებს არ იღებს. ვერ იღებს, რადგან მოწამლულია. უამრავი საკვები მივიტანე, მაგრამ არაფერი უჭამია. “ვივამედის” ექიმები ამბობენ, რომ მიშა მათ არ ემორჩილება, რადგან რაღაც გამართლება სჭირდებათ. აქედან იწყება უბედურება. განათლების პრობლემა არ არის, ეს არის ბრძანება, რომელსაც ემორჩილებიან. სტრასბურგის სასამართლოში შესატანი სარჩელი დიდი ხანია მზად არის, მაგრამ კონკრეტული მოლოდინი არ მაქვს. მე რომ მკითხოთ, მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები