„რა დღეში არიან, პატრიარქს როგორ მოიხსენიებენ ვიღაც კაცუნები“- მეუფე იაკობი

„არ ფიქრობენ პასუხი რომ მოვთხოვოთ? სად დაგვემალებიან? სად გაგვექცევიან ბოლოს და ბოლოს?! ვითომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ვინ მოგიშვებს ასე რომ იქცევი“ – ასე ეხმიანება მეუფე იაკობი პატრიარქთან ხვიჩა კვარაცხელიას სტუმრობას, რომელსაც სხვადასხვა გამოხმაურება და ქილიკი მოჰყვა.

„ღმერთმა შეარიგოს ქართველი ერი. თუ არ შევრიგდებით, სულ ასეთი ამბავი მოხდება. აბა, შეხედეთ, ნორმალურები არიან? ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ კონკრეტულ პარტიებს და ეკლესიასთან დაკავშირებით რა დღეში არიან, პატრიარქს როგორ მოიხსენიებენ ვიღაც კაცუნები. რა ოჯახებში არიან გაზრდილები. შეუმდგარი ხალხი პატრიარქს გადასწვდებიან ხოლმე. რა მათი საქმეა, ვინ მივა პატრიარქთან. ის როგორ უნდა თქვან, რომ თურმე რეიტინგის აწევა უნდა, თუნდაც ხვიჩა კვარაცხელია რომ მივიდეს მასთან. სირცხვილია ვიღაც შეუმდგარი ადამიანები ასე რომ საუბრობენ. ქრისტიანობა ლაჩრობას არ ნიშნავს“ – აღნიშნა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ქადაგებისას.

მსგავსი თემები