პუტინის ხელში ბირთვული იარაღი მსოფლიოსთვის შემაშფოთებელია

რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ განცხადება არაერთხელ გაკეთდა. როგორც კრემლში აცხადებენ, ეს მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება, თუ ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნება.

როგორც ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიაში განმარტავენ, რუსეთის ხელში ბირთვული იარაღის არსებობა ევროპისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

„მანამ, სანამ პრეზიდენტ პუტინს გააჩნია ბირთვული იარაღი, ევროპა უსაფრთხო ვერ იქნება“ – აღნიშნულია საერთაშორისო კომპანიის განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს. შეთანხმება უკვე შედგა.

მსგავსი თემები