მიხეილ სააკაშვილმა ნორვეგიისგან დემოკრატიის ჯილდო მიიღო

დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით მიღებულ ჯილდოზე პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აკეთებს.

„ჩემთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან, ნორვეგიისგან ჯილდოს მიღება ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში. ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას. უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჩემი სრულიად უსამართლო და სამარცხვინო პატიმრობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხად კი არა, რაღაც პოლიტიკურ გარჩევად მიაჩნია. ის, რომ ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და „ოცნებაში“, თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ჯილდო, მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად მისმა შვილმა – ნიკოლოზ სააკაშვილმა მიიღო. ნორვეგიაში იმყოფებოდა პრეზიდენტის დედაც და თანაგუნდელებიც.

მსგავსი თემები