ქუთაისში უჩვეულო შემთხვევა მოხდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრსა და კონტროლიორს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც კონფლიქტში გადაიზარდა. “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” წინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, კონტროლიორმა მგზავრს ბილეთის აღებისკენ მოუწოდა, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი კამათი მოხდა, რაც შემდეგ მგზავრის დაკბენით დასრულდა.