„არც კი-ს ვამბობ და არც არა-ს“ – პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მას არც თანხმობის თქმა შეუძლია და არც უარის. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, როცა დრო მოვა, პასუხს იტყვის.

„უნდა იყოს დაცული ეს დისკრეციული უფლება და არა იმიტომ, რომ მე რაღაც უნდა დაგიმალოთ. ჩემს მერეც იქნება სხვა პრეზიდენტი. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ სხვებიც არიან, რომლებიც ასე არ არიან წინა „პლანზე“ და პოლიტიკურ სცენაზე მათი საკითხები არ იხილება, მაგრამ ისინიც ყველაფერს უყურებენ.  ამიტომ, დიდი სიფრთხილე უნდა იყოს გამოჩენილი. მე ვამბობ, რომ წინასწარ რამეზე საუბარი ან ახსნა, რას გააკეთებ და რას არ გააკეთებ, ეს არის ის, რაც შეიძლება იყოს რთული სხვების მიმართ, თორემ რას გავაკეთებ ამაზე არც კის ვამბობ და არც არას და როცა საჭირო იქნება გეტყვით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“.

მსგავსი თემები