,,ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირისგან სტატუსი”- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბერბოკს შეხვდნენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, მთავარი გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხებოდა.

,,ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, განვიხილეთ ეს რუსული კანონი, რა პროცესები იყო ამ კანონის ინიცირებამდე, ინიცირებისა და ჩაგდების შემდეგ. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში, ჩვენ მოქალაქეებს, ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირისგან სტატუსი და ჩვენ ვიმსახურებთ ამ სტატუსს, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სტატუსი და ჩვენ ჩვენის მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ წლის ბოლოს ევროკავშირისგან სტატუსი მივიღოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარება ამ მიმართულებით, ჩვენ ვთხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ამ გზაზე მხარდაჭერა გამოუთქვას ჩვენ ხალხს, იმიტომ, რომ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის არის ის, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლებას, ისინი პირიქით, აფუჭებენ საქმეს. მთავარი რაც ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ ჩვენ აუცილებლად ეს სტატუსი უნდა მივიღოთ ქართველი ხალხისთვის”, – განაცხადა ეკა გიგაურმა. 

 

მსგავსი თემები