,,ტურისტებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, დააგემოვნონ ნამდვილი აფხაზური ხაჭაპური”- თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი „ტელეგრამზე“ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც სოჭიდან გაგრის მიმართულებით ახალი მატარებკუს დანიშვნას ეხმიანება.

,,როგორც იქნა, ძალიან მალე სოჭი-გაგრის მიმართულებით ახალი მატარებელი „ლასტოჩკა“ იმოძრავებს. გვპირდებიან, რომ ის უკვე აპრილიდან ამოქმედდება. ახლა უკვე ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, გათბნენ ულამაზესი თეთრი კლდეების გარემოცვაში და დააგემოვნონ ნამდვილი აფხაზური ხაჭაპური. კარგი, ისაა რომ მატარებლით თქვენ ისე გაივლით სასაზღვრო კონტროლს, რომ მატარებლიდან ჩამოსვლა არ დაგჭირდებათ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მალე ამ ულამაზესი ქვეყნის მიმართულებით, სხვა ქალაქებიდან ახალი რეისებიც დაინიშნება” – წერს კანდელაკი.

მსგავსი თემები