აშშ-ის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობა შემაშფოთებელი გზავნილია

რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის რამდენიმე დღიან ვიზიტთან და ხელმოწერილ შეთანხმებებთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მონისტრი შეფასებას აკეთებს, როგორც ლოიდ ოსტინი აცხადებს, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრები და გარკვეულ დოკუმენტებზე ხელმოწერა შემაშფოთებელი გზავნილია.

„ვფიქრობ, ეს ძალიან შემაშფოთებელი გზავნილია,  მხარდაჭერის გზავნილი“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

მისი შეფასებით, მართალია, ჩინეთი ოფიციალურად არ ადასტურებს რუსეთის მხარდაჭერას და აცხადებს, რომ სამშვიდობო პოლიტიკის მომხრეა, თუმცა,  მისი ოფიციალური შეხვედრები დიქტატორ პუტინთან ცა მხარდაჭერის დემონსტრირებაა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ“ – აცხადებს ლოიდ ოსტინი.

 

მსგავსი თემები