50 ჭრლობა მიაყენა და დაწვა სცადა – დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც მეზობელი 50 ჭრილობით მოკლა, ლიფტში შეაგდო და ცეცხლი წაუკიდა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. საუბარია დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მარტს, თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

მსგავსი თემები