საქართველო-რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან – ლეონიდ კალაშნიკოვი

რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა  ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ეხებოდა.

,,ვესაუბრე ყველაზე მაღალი რანგის ბევრ ჩინოვნიკს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ – საჰაერო მიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ”, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

მსგავსი თემები