,,რომ გითხრათ, სპორტზე კამათობდნენ, შეყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს-მეთქი მოგატყუებთ”- მამუკა მდინარაძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება, რადროსაც  ”ხალხის ძალის” წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.

,,რომ გითხრათ ეხლა, სპორტზე კამათობდნენ, შეყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს-მეთქი მოგატყუებთ და, იყო ინციდენტი, უსიამოვნო, არ არის კარგი ამბავი, მაგრამ გაუადვილდათ ჩვენს პატივცემულ ოპონენტებს რაღაცების ლაპარაკი, ლაპარაკის საშუალება. ისე გეტყვიან, ისე მიაყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით ქართველი ადამიანისთვის, ქართველი კაცისთვის არის ძალიან მძიმე ასატანი, მოსათმენი. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ როგორ, თმენის ვალდებულება არ გაქვთ? – რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება ერთმანეთის გამონათქვამების მიმართ თუნდაც. მაგრამ ეს თმენის ვალდებულება ცალმხრივი ხომ არ არის?! ისეთ სიბინძურეს კადრულობენ ხოლმე, რაც შეიძლება ჩვეულებრივ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა შედეგებით დასრულდეს. შეუძლებელია იმის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები რიგ შემთხვევაში კადრულობენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ამ შემთხვევაში, რომ ასეთი ინციდენტები თავიდან ავიშოროთ,”- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები