,,რუსული რაკეტა მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ჟაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები დაბომბა. უცნობია მოჰყვა თუ არა დამობვას მსხვერპლი.

,,ზაპორეჟიე ახლა, რუსული რაკეტა მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა. რუსეთი სრული სიველურით ქალაქს ბომბავს. საცხოვრებელ ადგილებს, სადაც ჩვეულებრივი ხალხი და ბავშვები ცხოვრობენ. ტერორისტული სახელმწიფო ცდილობს გაანადგუროს ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი. ეს არ უნდა გახდეს “მხოლოდ კიდევ ერთი დღე” უკრაინაში ან სხვაგან ევროპაში ან მსოფლიოში. მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ერთიანობა და გადაწყვეტილება, რომ უფრო სწრაფად დაამარცხონ რუსული ტერორი და დაიცვან სიცოცხლე”,- წერს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები