,,მრცხვენია, რომ ვიცნობ ადამიანებს ვაიოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი”- მაია ბითაძე

,,მრცხვენია, რომ ვიცნობ, სამწუხაროდ, ადამიანებს ვაიოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნების“ წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას ეხმიანება.

„ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას და მართლა მრცხვენია, რომ ვიცნობ, სამწუხაროდ, ადამიანებს ვაიოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი – სამშობლო, კოლეგები, ადამიანები და თავად არც კი იციან, რა წერია ასოცირებაში, რამდენი კანონი დარჩა მისაღები, და ძალიან ხშირად, იმიტომ, რომ, მარტივად, არ იციან, არ წაუკითხავთ, სწორედ ასოცირების ვალდებულებებს აპროტესტებენ“, – წერს მაია ბითაძე.

 

მსგავსი თემები