,,ან შემოდი, ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე, გამჭოლმა ქარმა გაციება იცის“- გოცირიძე საპარლამენტო ბოიკოტზე

  ,,თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან და უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა,”- ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს ეხმიანება. მისი თქმით, სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა. „ბოიკოტისტობა რა ნიშნავს, კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოს მათი შეცდომები. არიან ნახევრადბოიკოტისტებიც – „პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ”? დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია. სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა – მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს, … ვრცლად ,,ან შემოდი, ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე, გამჭოლმა ქარმა გაციება იცის“- გოცირიძე საპარლამენტო ბოიკოტზე