ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება, ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით „შეწუხებულია“. აფხაზური „ხელისუფლება“ ხშირად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში და წუხს, რომ „ევროპას საქართველოს მთავრობის დამხობა“ სურს.
ამჯერად დასავლეთს თავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „ამხელს.“ კერძოდ, ბჟანია აშშ-სა და ევროპას საქართველოს მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.
სოხუმში, პოლიტიკური პარტია „ამცახარას“ ყრილობაზე, სადაც ბჟანია საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და გადმოწვდა საქართველოსაც. მისი თქმით, დასავლეთში და შტატები საქართველოს მთავრობას ანგრევს, ე.წ. მეორე ფრონტს ხსნის და გაზაფხულზე მთავრობის დამხობისთვის ემზადება.
მან გამოსვლა რუსეთთან „ჩახუტებით დაასრულა და აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული გახდა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია ეწარმოებინა, რომ რუსეთი აფხაზეთის ძმაა, რომელიც აფხაზეთისთვის მაქსიმალურს აკეთებს.