ნატო-ს გენ. მდივანი „აგენტების კანონპროექტის“ ჩაგდებით კმაყოფილია და საქართველოს მთავრობას მიმართავს     

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ე.წ. „აგენტების კანონპროექტთან“ დაკავშირებით საუბრობს და მისი ჩაგდებით კმაყოფილია. როგორც ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა ითანამშრომლონ და ერთად იმუშაონ.

„მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, ჩაეგდოთ თუ უკან გაეწვიათ კანონპროექტი უცხოური აგენტებისა, თუ გავლენის შესახებ. ის შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან. მივესალმები, რომ ინიციატივას  მხარი არ დაუჭირა პარლამენტმა. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე.  ნატო-ც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების განსახორციელებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ მათ სურთ საქართველოს დემოკრატიული კეთილდღეობა, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება. ნატო განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები