,,მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს პრინციპები და კრიტიკულ მომენტებში უკადრებელს არ იკადრებს”- ირაკლი კობახიძე

,,სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხშირად აკეთებს ხოლმე ასეთ გაუგებარ განცხადებებს,” – ასე აფასებს  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებულ განცხადებას.

კობახიძის თქმით, მას ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს თავისი პრინციპები და  კრიტიკულ მომენტებში უკადრებელს არ იკადრებს.

,,სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხშირად აკეთებს ხოლმე ასეთ გაუგებარ განცხადებებს. შალვა პაპუაშვილს ჰქონდა საუბარი კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც გამოიკვეთა კონკრეტული ახალგაზრდების მოსყიდვა. მაგალითად, 1000-ლარიან, 5000-ლარიან მოსყიდვაზე იყო საუბარი. ამაზე გააკეთა განცხადებები შალვა პაპუაშვილმა, რაც არასწორად განაზოგადა საქართველოს პრეზიდენტმა. არ ვიცი, შეცდომაში იყო შეყვანილი, თუ რატომ მოხდა ეს. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა მისგან ასეთ გაუგებარ განცხადებებს ვისმენთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს ზოგად დამოკიდებულებას, მაინც მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს თავისი პრინციპები და აქედან გამომდინარე, კრიტიკულ მომენტებში ის უკადრებელს არ იკადრებს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მიუღებლად მიიჩნევს და აკრიტიკებს

მსგავსი თემები