,,ტექსტიც ან ქალის დაწერილია, ან გეის”- დიმიტრი სამხარაძე გავრცელებულ მიმოწერაზე

,,ისიც ვერ გავარკვიე, ჩემი სახელით და ყალბი ექაუნთით, ვიღაცას მიწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა თუ სქრინი არის საერთოდ ფეიკი,”- ასე ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე მიმოწერას, რომელიც მოქალაქე, ნუგზარ სულაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, სიტყვები, რომლებიც მიმოწერაშია გამოყენებული მის ლექსიკონში არ არის და ტექსტი”ან ქალის დაწერილია, ან გეის”.

,,მეგობარმა ჩამიგდო და წესიერად ისიც ვერ გავარკვიე, ჩემი სახელით და ყალბი ექაუნთით, ვიღაცას მიწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა თუ სქრინი არის საერთოდ ფეიკი.

ბევრი რომ არ ვწერო, რამდენიმე სიტყვაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:

1. “ბიჭო”

2. “გაძუყვნა”

3. “ჩაიჯვი”

4. “მიწიდან ამოგთხრი”

5. “ კეთილები”

და ბოლოს ყველაზე მაგარი, “ვირთხავ” ამან დაგლიჯა ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის ყოველ დღე კითხულობთ ჩემს პოსტებს და შეგეძლოთ უფრო ხარისხიანი ფეიკი შეგექმნათ ან როდის იყო მესინჯერში ვინმესთვის რამე მიმიწერია, გამორთული მაქვს იდიოტებო ტექსტიც ან ქალის დაწერილია, ან გეის.

გავატარებდი ამ სიგიჟეს, მაგრამ, ნაცების შავი წარსული რომ ვიცი და მათი უფრო ბნელი მომავალი, პრევენციის მიზნით დავაფიქსირებ! ნეკროლოგი მერაბიშვილი გყავთ ლიდერად, აქციაზეც არასრულწლოვნების სისხლი გინდოდათ! ახლა ახალი მოიფიქრეთ? ნაცებო, ფაშისტო ლიბერალებო, ესენი ჩვენი სახელით დაგემუქრებიან, შეიძლება მუქარაც აღასრულონ ჩვენ რომ დაგვბრალდეს, ხოდა ფრთხილად იყავით! ჩვენ არც მსგავსი რამის გამფიქრებლები ვართ, არც ასე ადვილად არ დავიბრალებთ და დაზარალებულები თქვენ დარჩებით, მითუმეტეს ისინი, რომლებსაც ასეთი ბინძური ფეიკებისთვის გამოგიყენებენ!”, – წერს სამხარაძე.

 

მსგავსი თემები