ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინაში შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ომი უკრაინაში, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. მისი თქმით, სამართლიანი მშვიდობის წინაპირობა უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანაა.

,,ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. მაშინაც კი, როდესაც ომი დასრულდება, ყველაფერი მაშინვე ნორმალურად არ იქნება. მაგრამ ჩვენ ასევე არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ძალისხმევა ომის დასასრულებლად”, – აღნიშნა შოლცმა.

 

მსგავსი თემები