ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ – Politico

რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ. ამის შესახებ ინფორმაციას ”Politico” ავრცელებს.

,,ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენს უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შეიძლება გამართლებული იყო ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

მედიის ცნობით, რუმინელმა და ესტონელმა კოლეგებმა, ასევე მოუწოდეს ბლოკს, სანქციები დაწესდეს მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ.

ამასთან, მედია წერს, რომ ორი კვირის წინ, თასობით ადამიანმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართა “უცხოელი აგენტების“ საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის მიერ იყო ნაკარნახევი. პოლიტიკო წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან.

მსგავსი თემები