პოლიციის ყოფილმა უფროსმა ავთანდილ გალდავამ ბადრი ესებუა ამოიცნო

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობისთვის ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო სხდომაზე პოლიციის ყოფილი უფროსი, ავთანდილ გალდავა გამოკითხეს, რომელმაც თავად გადასცა მოთხოვნილი თანხა ესებუას.

როგორც ბადრი ესებუას საქმის პროკურორი მირანდა წერეთელი აცხადებს, სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა დაადასტურა, რომ ბადრი ესებუა სწორედ ის პირია ვინც ბანკში შეიჭრა.

„მნიშვნელოვანია ავთანდილ გალდავას მიერ მიცემული ჩვენება, რომელმაც დაადასტურა ყველა ფაქტობრივი გარემოება. მან ისაუბრა ყველა იმ წვრილმან დეტალზე, რაც მნიშვნელოვანია საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. გალდავამ დაადასტურა ფაქტი, რომ თანხა, რომელსაც ითხოვდა ბანკში შეჭრილი პირი, სახელმწიფოსგან ითხოვდა. ავთანდილ გალდავამ ამოიცნო და ეს დაასაბუთა ჩვენების მიცემის დროს. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე საათიანი ურთიერთობა ჰქონდა ბრალდებულთან. ავთანდილ გალდავამ პროცესზე განაცხადა, რომ ის ხმა, რომელიც მას ჩაესმოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს იყო ბრალდებულის ხმა და ეს ხმა არასოდეს დაავიწყდება“, – განაცხადა პროკურორმა.

 

მსგავსი თემები