„ფაქტია, რომ ადამიანებს დამოუკიდებელ დეპუტატად საქმიანობის გაგრძელება არ სურთ“ – გიორგი ვოლსკი თანაგუნდელებზე

პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ უმრავლესობის იმ დეპუტატებზე ისაუბრა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს დატოვებს აპირებენ. როგორც  ვიცე სპიკერმა აღნიშნა, მათ არ სურთ დამოუკიდებელ დეპუტატებად საქმიანობა.

„დეპუტატების სურვილი,  დატოვონ მანდატები, ამაში სკანდალური არაფერია, თუმცა, არც სასიამოვნო პროცესია. ფაქტია, რომ ადამიანებს დამოუკიდებელ დეპუტატად საქმიანობის გაგრძელება არ სურთ, რადგან არ სურთ, რომ “ქართული ოცნება” დატოვონ, როგორც ასეთი და სურთ იმუშაონ სპეციალობის მიხედვით. ამაში რაიმე დაფარული მოსაზრება არ არსებობს. როგორ შეიძლება გუნდმა აიძულოს მანდატი დატოვოს, პარტიიდან გარიცხოს, ასეთი მეთოდი არასდროს არ გამოყენებულა და არც ასეთი რესურსი არ არსებობს, რომელიც გამოყენებული იქნება ადამიანის ნების დასათრგუნად”, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ის დეპუტატები, რომლებმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, პარლამენტს ტოვებენ.

მსგავსი თემები