ერთ კვირაში დონალდ ტრამპი დაკავებას ელოდება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას დააკავებენ. ტრამპი ერთ კვირაში მოსალოდნელ დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპი დაკავების მიზეზზეც საუბრობს და მას პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთან აკავშირებს. პორნოვარსკვლავი ამტკიცებს, რომ მას ყოფილმა პრეზიდენტმა  130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რომ მათი სექსუალური კავშირის შესახებ არსად ესაუბრა.

როგორც ტრამპი წერს, მისი დაკავების შემთხვევაში, მისმა მომხრეებმა უნდა გააპროტესტონ.

მსგავსი თემები