ანზორ ერქომაიშვილის საფლავიდან ქვის ნაკეთობა მოიპარეს

ანსამბლ “რუსთავის” დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის საფლავი გაძარცვეს. საფლავიდან ქანდაკება მოიპარეს. მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძარცვა სავარაუდოდ, წუხელ მოხდა.

საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ძიება მიცვალებულისადმი უპატივცემლობისა და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მუხლით მიმდინარეობს. საფლავიდან შაშვის ნაკეთობა მოხსნეს და წაიღეს.

 

მსგავსი თემები