უნივერსიტეტთან ინციდენტი მოხდა, ირაკლი კობახიძეს სტუდენტები დახვდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელს და პროფესორ ირაკლი კობახიძეს ლექცია უნდა წაეკითხა, ინციდენტი მოხდა. უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, ლექციის შემდეგ სტუდენტები გარეთ დახვდნენ და ე.წ. აგენტების კანონპროექტი და მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.

კონფლიქტი კი ლექციაზე დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა სტუდენტმა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა. დანარჩენი პროცესები კი უნივერსიტეტის შენობის გარეთ გაგრძელდა.

 

მსგავსი თემები