სამშენებლო კომპანიისგან ე.წ. ჰაერი იყიდეს, თუმცა, თავად დარჩნენ ჰაერში – მშენებლობით დაზარალებულები „მედიაცენტრ მთავარში“  

სამშენებლო კომპანია შპს „ჯიექს კვადრატი“-სგან დაზარალებულებმა და ადვოკატებმა მედიაცენტრ მთავარში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც კომპანიის მხრიდან თაღლითურ სქემებზე ისაუბრეს. როგორც ადვოკატები და დაზარალებულები აცხადებენ, მათ სამშენებლო კომპანიისგან ე.წ. ჰაერი იყიდეს, თუმცა, დღეს თავად დარჩნენ ჰაერში.

შპს „ჯიექს კვადრატს“ გააჩნია ერთი დაუსრულებული კორპუსი, რომელ კორპუსში არსებული ბინებიც რამდენჯერმე არის გასხვისებული, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ლალი ოდიშვილი და სხვა შპს „ჯიექს კვადრატის“ დასაქმებულები მსხვერპლს უქმნიან ილუზიას, რომ ყველაფერი კარგად არის, რა მიზანსაც აღწევენ ძვირადღირებული ოფისით, ფიქტიური ვითომ კმაყოფილი კლიენტებით (რეალურად თანამშრომლებით), ძვირადღირებული და მასშტაბური სარეკლამო კამპანიით, ვითომდა კომპანიის პატრიოტული და რელიგიური სულისკვეთებების წარმოჩენითა და სხვა ხრიკებით (თაღლითობაა სწორედ ის ფაქტი, რომ ქმნიან იმგვარ გარემოს, რომ მსხვერპლს გაუჩნდეს ნდობა, მათ მიმართ რათა გადასცეს მათ სოლიდური თანხები). რეალურად კომპანიას აქვს სოლიდური ვალდებულებები, რის გამოც მოვალეთა რეესტრში არაერთგზის რეგისტრირებულია ანუ მას არ გააჩნია აქტივები“ – აცხადებენ ადვოკატები.

როგორც სალომე აბესლამიძემ აღნიშნა, მათი მოთხოვნაა, პროკურატურამ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები დაზარალებულად ცნოს და კომპანიის ხელმძღვანელებს სს პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

„შემუშავებული თაღლითური სქემით, დაინტერესებულ პირებს უფორმებენ ნოტარიულად დამოწმებულ ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებებს და ახდევინებენ სოლიდურ თანხებს, რომელსაც არ არეგისტრირებენ საჯარო რეესტრში. თაღლითობაა სწორედ ის ფაქტი, რომ ერთ უძრავ ქონებაზე ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ ერთხელ. შპს „ჯიექს კვადრატი“ კი თითო ქონებაზე რამდენჯერმე აფორმებს ხელშეკრულებას.

როგორც, ზემოთ აღნიშნა შპს „ჯიექს კვადრატი“ ხელშეკრულებებში გამიზნულად უშვებს გარკვეული ტიპის ე.წ. „შეცდომებს“: უთითებს არასწორ კვადრატულობას, სართულს, ან/და სხვა მონაცემებს; ასევე ხელშეკრულებაში დებს ისეთ პირობებს რომ დაინტერესებულმა პირებმა ვერ შეძლონ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს შპს “ჯიექს კვადრატის” თაღლითურ დამოკიდებულებას ხალხისადმი, ვინაიდან ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება კანონის მიხედვით სავალდებულოა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ხოლო კომპანიის თანამშრომლები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ საჯარო რეესტრმა განცხადებები არ დაარეგისტრიროს. შედეგად კი მოქალაქეები იღებენ შეჩერებულ/შეწყვეტილ სარეგისტრაციო გადაწყვეტილებებს საჯარო რეესტრისგან.

მას შემდგომ, რაც შპს „ჯიექს კვადრატის“ წინააღმდეგ ზოგიერთმა დაზარალებულებმა თავისი უფლებების დაცვა დაიწყეს სამართლებრივი გზებით, შპს „ჯიექს კვადრატი“ გადავიდა თავისი თაღლითური სქემის ახალ ეტაპზე. კერძოდ დააფუძნა ახალი ცრუმაგიერი კომპანია შპს „გხ2 გაგარინი“ და აქტივები გადაიტანა ფიქტიურ კომპანიაზე. შპს „ჯიექს კვადრატის“ თავდაპირველი 100%-იანი წილის მქონე პარტნიორი და შპს „გხ2 გაგარინის“ 100%-იანი წილის მქონე პარტნიორი ერთიდაიგივე პირია – გიორგი ხერხაძე (პ/ნ 01024086050), ასევე აქვთ ერთიდაიგივე იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი.  პირად მიმოწერებში, გიორგი ხერხაძე და მისი დასაქმებული პირები არათუ მიჯნავენ ერთმანეთისგან შპს „გხ2 გაგარინსა“ და შპს „ჯიექს კვადრატს“, პირიქით მალავენ შპს „გხ2 გაგარინის“ არსებობას შპს „გხ2 გაგარინი“ რეალურად შეიქმნა იმისათვის, რომ შპს „ჯიექს კვადრატის“ აქტივები გადაემალათ ე.წ. „სუფთა კომპანიაზე“ და შეუფერხებლად განეხორციელებინათ თაღლითური სქემის ახალი ეტაპი, რადგან კომპანიას ყავს ასობით დაზარალებული. კომპანია შპს „გხ2 გაგარინის“ და შპს „ჯიექს კვადრატის“ წინააღმდეგ განმცხადებლებს სარჩელი აქვთ შეტანილი სასამართლოში მათი ურთიერთკავშირის დადგენის მოთხოვნით“ – აღნიშნეს ადვოკატებმა – სალომე აბესლამიძემ და ვალერი ხითაროვმამედიაცენტრ მთავარში“.

მათი თქმით, დაზარალებულებმა სასამართლოც მოიგეს, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.

„მიუხედავად იმისა რომ კომპანიას ყავს ასეულობით დაზარალებული და ათეულობით განცხადება შეტანილი საგამოძიებო სამსახურში არცერთი მათგან ამ ეტაპამდე არ არის დაზარალებულად ცნობილი“ – აღნიშნა ადვოკატმა ვალერი ხითაროვმამედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები