ამბროლაურში ცოფის 3 შემთხვევა დაფიქსირდა – გამოცხადდა კარანტინი

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბოლო ერთ კვირაში ძაღლზე ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.

,,მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე , ხვალ არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი,”- ნათქვამია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

მსგავსი თემები