,,საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ”- დმიტრო კულება

,,საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების ქურდობისთვის და სხვა საერთაშორისო დანაშაულებისთვის,”- ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

,,მართლმსაჯულების ბორბლები ტრიალებს: მივესალმები ICC-ის გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ უკრაინელი ბავშვების ძალადობრივად ქვეყნიდან გაყვანის გამო. საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების ქურდობისთვის და სხვა საერთაშორისო დანაშაულებისთვის.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

მსგავსი თემები