,,აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია”- პესკოვი პუტინის დაკავების ორდერზე

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. პესკოვი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელს უწოდებს.

„საკითხის თავად ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია, რუსეთი, ისევე როგორც სახელმწიფოთა რიგი, არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციისთვის სამართლის მხრივ ძალადაკარგულია”, – განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები