,,პუტინმა აშკარად წააგო ენერგეტიკული ბრძოლა”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვერ შეძლო ევროპის შანტაჟი ენერგომომარაგების შემცირებით და მისმა შანტაჟმა არ გაამართლა.

მან დასძინა, რომ ევროკავშირი ახლა გაცილებით მეტ ენერგიას მიიღებს მოკავშირეებისგან, როგორიცაა ნორვეგია და აშშ.

,,პუტინმა აშკარად წააგო ენერგეტიკული ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და მისმა შანტაჟმა არ გაამართლა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

მსგავსი თემები