,,გვსურს, ვიხილოთ უსაფრთხო და დაცული საქართველო, რომლის საზღვრებს პატივს სცემენ”- ჯეიმს კლევერლი

გვსურს, ვიხილოთ უსაფრთხო და დაცული საქართველო, რომლის საზღვრებს პატივს სცემენ – ამის შესახებ  გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლმა განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს ნატო-ს წევრი.

„რამდენიმე წელია, ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამ გზაზე. ჩვენ ჩავატარეთ ერთობლივი სამხედრო წვრთნები. გაერთიანებული სამეფო იმოქმედებს, როგორც საკონტაქტო ნატო-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ხელს ვუწყობთ დისკუსიას, დამატებით რისი გაკეთება შეუძლია საქრთველოს ნატო-სკენ გზაზე პროგრესისთვის. საბოლოოდ ის, რისი ნახვაც გვინდა, არის უსაფრთხო და დაცული საქართველო, რომლის საზღვრებს პატივს სცემენ და რომელიც თავს გრძნობს დაცულად ევროპულ, ავროატლანტიკურ ქვეყნებთან მეგობრობისა და პარტნიორობის გზით. ეს არის, რისთვისაც ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

მსგავსი თემები