,,ეს რუსეთის ფედერაციის დასასრულის დასაწყისია”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, ეს რუსეთის ფედერაციის დასასრულის დასაწყისია.

,,მსოფლიო შეიცვალა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერი გასცა “სტრატეგოს” პუტინზე. ეს ნათელი სიგნალია რუსი ელიტისთვის, თუ რა დაემართებათ მათ და რატომ არ იქნება ყველაფერი ისე “როგორც ადრე”. ეს არის რუსეთის ფედერაციის დასასრულის დასაწყისი მისი ამჟამინდელი სახით მსოფლიო ასპარეზზე. ეს არის პირდაპირი სამართლებრივი პროცედურა.უბრალოდ დაელოდეთ”,- წერს პოდოლიაკი ”ტვიტერზე”.

პუტინის დაკავების ორდერი გაიცა

მსგავსი თემები