პუტინის დაკავების ორდერი გაიცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის – ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.

საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

სასამართლომ დაკავების ორდერი გასცა ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგაც.

მსგავსი თემები