ლევან იოსელიანი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თამარ კორძაიას მოადგილეობა შესთავაზა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დეპუტატ თამარ კორძაიასთვის სახალხო დამცველის მოდგილეობა არ შეუთავაზებია. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, ახალ მოადგილეებს მომავალი თვიდან დანიშნავს.

„თამარ კორძაიასთვის ასეთი შეთავაზება არ ყოფილა. შესაბამისად, მე ვიცი, რომ არც მას დაუდასტურებია მსგავსი რამ. არ არსებობს საფუძველი ამ ინფორმაციის, რომელიც ორი დღეა, ტრიალებს. იცით, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ყოველწლიურ ანგარიშზე, რომელიც მარტის ბოლოს უნდა გაიგზავნოს პარლამენტში. სამივე მოადგილე თვის ბოლომდე ინარჩუნებს თავის ადგილს და მუშაობს ამ ანგარიშის გაგზავნაზე. პირველი აპრილიდან მე წარვუდგენ საზოგადოებას ჩემს მოადგილეებს, ვინ იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით. თავისთავად, ვიღაცები მყავს მოაზრებული“, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლევან იოსელიანმა დეპუტატ თამარ კორძაიას მოადგილეობა შესთავაზა.

 

მსგავსი თემები