„მთავარი თხოვნა იყო სახალხო დამცველი ჩაერთოს სასამართლო პროცესის მონიტორინგში“ – ომბუდსმენისა და სტუდენტების შეხვედრა დასრულდა

სახალხო დამცველის ოფისში დასრულდა იმ სტუდეტებთან შეხვედრა, რომლებიც პარლამენტის წინ აქციებში მონაწილეობდნენ და  ძალოვან უწყებაში დაკითხვაზე არიან დაბარებულები და მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ დაჭერას უპირებენ. ამიტომ, ახალ სახალხო  დამცველს – ლევან იოსელიანს სთხოვეს, სასამართლო პროცესების მონიტორინგში აქტიურად ჩაერთონ.

როგორც ლევან იოსელიანი აცხადებს,  სტუდენტები ომბუდსმენს მონიტორინგის კუთხით დახმარებას სთხოვენ.

„სტუდენტებმა საჯაროდ მომმართეს, მოვიდნენ და მქონდა მათთან შეხვედრა. მოვისმინე მათი შეხედულებები. მათი მთავარი თხოვნა იყო სახალხო დამცველი ჩაერთოდ სასამართლო პროცესის მონიტორინგში, რაც მათ გარშემო სამომავალოდ  არის დაგეგმილი და ნაწილი ჩანიშნულუა. ამაზე ვუთხარი თანხმობა. დანარჩენი საუბარი უფრო ზოგადი ხასიათი იყო“ – აღნიშნა ლევან იოსელიანმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები