რუსული მხარის განცხადებით,  უკრაინას უტილიზაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავებს აწვდიან

რუსული მხარე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებით აღშფოთებას ვერ მალავს და ყველას ემუქრება, ვინც ომში მყოფ ქვეყანას ეხმარება. ამჯერად, კრემლი სლოვაკეთსა და პოლონეთს „დაესხა თავს.“ როგორც კრემლის პრესსპიკერი  დიმიტრი პესკოვი აცხადებს, უკრაინას საუტილიზაციო თვითმფრინავებს აწვდიან.

„ეს არის მოძველებული, მათთვის არასაჭირო შეიარაღება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ქვეყნები ძველი, არასაჭირო აღჭურვილობის უტილიზაციით არიან დაკავებულები“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა და ნატო კონფლიქტის უფრო აღვივებს.

„უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება მაგალითია, როგორ ზრდის ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩართულობის დონეს. უკრაინისთვის  აღჭურვილობის მიწოდება სპეცოპერაციის შედეგზე ვერ იმოქმედებს, თუმცა, უკრაინასა და მის მოსახლეობას დამატებით უსიამოვნებებს მოუტანს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მთელი ეს ტექნიკა განადგურდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა და სლოვაკეთმა უკრაინისთვის „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდებაზე თანხმობა განაცხადეს.

 

მსგავსი თემები