,,გინდათ ეს მოწოდებები ხელოვნურად გაუშვათ საზოგადოებაში”- ხმაური თბილისის საკრებულოში

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება  პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრის, ნინო წულაძის მიერ „ქართული ოცნების“ წევრებისთვის „წითელი ბარათი” დარიგებას მოჰყვა.

ამასთან წულაძემ  მამრთველი გუნდის წევრებს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ძალას გადაამეტა.

,,ჩვენ რომ გვეუბნებით, “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივს აგრძელებთო, ეს არის არასწორი. გინდათ ეს მოწოდებები ხელოვნურად გაუშვათ საზოგადოებაში. ეს იყო ახალგაზრდების მშვიდობიანი მუხტი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სრულიად უსაფუძვლოდ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეთ”, – განაცხადა ნინო წულაძემ.

 

 

მსგავსი თემები