„მერაბიშვილსა და ხაბეიშვილს სურვილი აქვთ მოახდინონ რევოლუცია”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სურთ. მისი თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ვერავინ შეძლებს.

„მერაბიშვილი და ხაბეიშვილი წარსულში ჩარჩენილები არიან და 2003 წლის იდეოლოგიით, იდეებით აქვთ სურვილი, ქვეყანაში რაღაც შეცვალონ, მოახდინონ დაპირისპირება, რევოლუცია, გადატრიალება და ასე შემდეგ. მერწმუნეთ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა არავის გამოუვა. შეიძლება, ვიღაცებს ამისი სურვილი აქვთ, რაღაცებს წვალობენ, აკეთებენ, მაგრამ ყველაფერს კანონის ფარგლებში გაეცემა პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები