20 ივნისს პოლიციისგან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური – გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია 2019 წლის 20 ივნისსა და 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციებს ადარებს. მისი თქმით, ამ ორ აქციას შორის უდიდესი განსხვავებაა.

,,უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს და ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას და ეს იყო უბრალოდ დარღვევა. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციას და სხვათაშორის პოლიცია ამას მოთმინებით იტანდა 3-4 საათზე მეტი. მაგრამ როცა ამ ორ მიტინგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ვერ შედარდება ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ გამოძიებამ 20 ივნისთან დაკავშირებით დაადგინა, რომ იყო ინდივიდუალური ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და არ იყო ამასთან დაკავშირებით კითხვები. როცა ამ ორ პროტესტს ვადარებთ მთავარია, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციის და შსს-ს ამჯამინდელ ქმედებებს, როგორც ისინი მოიქცნენ ამ სიტუაციაში,”- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები