ჩინეთი უკრაინასა და რუსეთში მშვიდობიან მოლაპარაკებას სთავაზობს

ჩინეთი მზად არის, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განსა და უკრაინის საგარეო მინისტრს – დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარიც შედგა.

ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებით, ჩინეთი ყოველთვის მშვიდობიანი მოლაპარაკებების მომხრე იყო და ორივე ქვეყანას, ამ მიმართულებით საკუთარ როლსაც სთავაზობდა.

„ჩინეთი ყოველთვის ინარჩუნებდა სამართლიან მიდგომას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ყოველთვის მომხრე იყო და ხელს უწყობდა მშვიდობიან მოლაპარაკებებს. იმედი გვაქვს, მხარეები შეინარჩუნებენ სიმშვიდეს და თავშეკავებულობას, რომ  მალე განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს“ – აღნიშნულია  ოფიციალურ განცხადებაში.

მეორე მხრივ, ჩინურ მხარესთან საუბარს უკრაინის საგარეო მინისტრიც ეხმიანება და წერს, რომ ჩინელ კოლეგასთან ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ისაუბრა, რაც მშვიდობის აღდგენისთვის აუცილებელი პირობაა.

 

მსგავსი თემები